ორმაგი ოჯახი
ამონარიდები წიგნიდან (ონორე დე ბალზაკის ნაწარმოებიდან „ორმაგი ოჯახი“): 1. – ქალბატონო, თუ ძალიან გსურთ გაიგონოთ, რომ აღარ მიყვარხართ, მეყოფა გამბედაობა ეს გაცნობოთ. განა შემიძლია გულს ვუბრძანო თხუთმეტწლიანი ტკივილის მოგონებები ერთ წამში წაშალოს? ,,აღარ მიყვარს” ისეთივე საიდუმლო სიტყვებია, როგორც „მიყვარს“. პატივისცემა და ყურადღება შეიძლება გაქრეს და დაბრუნდეს, აი, სიყვარული კი… შეიძლება ათასი წელი ვარწმუნებდე საკუთარ თავს, მაგრამ მისი გაცოცხლება მაინც ვერ შევძლო, განსაკუთრებით იმ ქალისთვის, ვინც თავი გამიზნულად დაიბერა. 2. – იმ სხვენში, ასე რომ გაინტერესებთ, ოცდაათიოდე წლის ქალი ცხოვრობს, ვისი სიყვარულიც ფანატიზმს ემსგავსება. მისი რჩეული სიმპათიური, ახალგაზრდა კაცია მაგრამ, მაგრამ… აზარტული თამაშები მოწონს და ვერ გეტყვით ქალები უფრო უყვარს თუ ღვინო. […] ამ უბედურმა ქალმა მას კარგი ცხოვრება შესწირა, ის კაცი შესწირა, ვისაც უყვარდა და ვისგანაც შვილები ყავდა. რა დაგემართათ ბატონო? – არაფერი, განაგრძე.
Specifications
- გვერდები
- 116
- ორიგინალი ენა
- ფრანგული
- ISBN
- 9789941894381
How AI sees this product
The more complete this product's details, the more confidently AI assistants can understand and recommend it.