ძალის მეორე რგოლი

ძალის მეორე რგოლი

38.00 GEL In stock Buy at Merchant

თქვენს წინაშეა კარლოს კასტანედას რიგით მეხუთე წიგნი, „ძალის მეორე რგოლი“. კასტანედა მეოთხე წიგნის (ზღაპრები ძალაზე) დასასრულს, კლდიდან ხტება და ამით მისი ბენეფაქტორების მიერ მიცემულ უკანასკნელ დავალებას ასრულებს, რის შედეგადაც ტონალისა და ნაგვალის სფეროში იწყებს მოგზაურობას. გამოფხიზლებული კარლოსი ვერაფრით იჯერებს, რომ ეს ყველაფერი რეალურად მოხდა, მაგრამ, პასუხებს ოსტატებისგან ვეღარ მოისმენს, რადგან დონ ხუანი და დონ ხენარო შეგირდებს დაემშვიდობნენ და „უსასრულობის მხარეში“ შეაბიჯეს. სასოწარკვეთილი კარლოსი პასუხების მისაღებად დანარჩენ ორ შეგირდთან, პაბლიტოსთან და ნესტორთან საუბრის მიზნით მექსიკაში ბრუნდება, მაგრამ, წარმოდგენა არ აქვს, რას უმზადებს მას ბედისწერა. იგი აღმოაჩენს, რომ დონ ხუანს კიდევ არაერთი მოწაფე ჰყავდა, მათ შორის შიშისმომგვრელი და ძალიან სახიფათო ქალბატონი, პაბლიტოს დედა, დონა სოლედადი, ასევე პატარა დები, ლიდია, როზა და ჟოზეფინა, უფორმო ნაგვალი, ლა გორდა და იდუმალებით მოცული ბენიგნო. წიგნში უამრავ საკითხს ფარდა აეხდება და მრავალი ახალი კითხვა გაჩნდება, რომლის პარალელურადაც უფრო ახლოდან გავიცნობთ ჯადოქარ ქალებს, რომლებიც „ღვთაებრივი ფემინურობის დესტრუქციულ ასპექტებს“ განასახიერებენ.

Specifications
ორიგინალი ენა
ინგლისური
წონა
0.365

AI Readiness

Good foundation, but some important product data is still missing.

66%