ომის ხელოვნება
ტრაქტატი „ომის ხელოვნება“ აღორძინების ეპოქის დიდი იტალიელი მოაზროვნის ნიკოლო მაკიაველის ერთადერთი პოლიტიკური თხზულებაა, რომელიც მის სიცოცხლეშივე გამოიცა (1521). „ტრაქტატი“ წარმოადგენს სამხედრო-თეორიული აზროვნების თვალსაზრისით ერთერთ საუკეთესო და მრავალმხრივ ნაშრომს გამოჩენილი სამხედრო თეორეტიკოსების (სუნ ძი, ვეგეციუსი, იულიუს კეისარი, ფრონტინუსი, კლაუზევიცი) ნაშრომებთან ერთად. მაკიაველი, სამხედრო საქმის ძველი ეპოქის ღრმა ანალიზზე დაყრდნობითა და მისი თანამედროვე ეპოქის რეალობიდან გამომდინარე, აყალიბებს და გვთავაზობს სამხედრო სფეროს შესახებ უმნიშვნელოვანეს დასკვნებს, რომლებიც ეხება არმიის ბრძოლისუნარიანობას, ორგანიზებას, მომარაგებას, წვრთნებსა და სწავლებას, გაწვევის სისტემასა და სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებს. მიუხედავად ავტორის ტენდენციურობისა, ნაშრომი შეიძლება რეკომენდებული იყოს სამხედრო სასწავლებლებისთვის, როგორც დამხმარე ლიტერატურა.
Specifications
- რედაქტორი
- რედაქტორთა ჯგუფი
- მთარგმნელი
- არსენ გვიმრაძე
- ISBN
- 9789941790072
How AI sees this product
The more complete this product's details, the more confidently AI assistants can understand and recommend it.