რანერი - ფერადი ქართული ორნამენტი

რანერი - ფერადი ქართული ორნამენტი

Brand: Kirke
65.00 GEL In stock Buy at Merchant

რანერზე გამოსახულია ბრეთის წმ. იოანე ნათლისმცემლის ხატის ორნამენტები. ბრეთის „მამა პიროსი“ – სოფელი ბრეთის (ქარელის მუნიციპალიტეტი, რუისისა და ურბნისის ეპარქია) წმ. გიორგის ტაძარი (VI ს. II ნახ. – VIII-IX სს.) დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, პიროს ბრეთელმა. ბრეთის მამა პიროსი და აქ არსებული მონასტერი მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში იყო კულტურულ-საგანმანათლებლო, მწიგნობრობისა და ხელოსნობის მნიშვნელოვანი ცენტრი. აქ შეიქმნა XI ს. იოანე ნათლისმცემლის ჭედური ხატი, რომელიც მონასტრის ერთ-ერთ უმთავრეს სიწმინდეს წარმოადგენდა (დღეს დაცულია ხელოვნების მუზეუმში). ამ ხატმაჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია. აღარ არსებობს არც მოჩარჩოება, არც ფერწერული ნაწილი. წმ. იოანეს ხელთ უპყრია დისკოსი წარწერით „ხმა ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა“ (ესაია წინასწარმეტყველი), დისკოსის ქვემოთ მეორე წარწერაა: „მამა მიქაელი. წმ. იოანე ნათლისმცემელო, მეოხ ეყავ“.

Specifications
ქსოვილი:
მოხარშული ტილო
ზომა:
193*38 სმ
Variants (1)
  • მოხარშული ტილო / 193*38 სმ — 65.00 GEL — In stock

AI Readiness

Good foundation, but some important product data is still missing.

78%