სიჩუმის ხმა
ელენე ბლავატსკაიას გადმოცემის მიხედვით, მას აღმოსავლეთში მოგზაურობისას შესაძლებლობა ჰქონდა, წაეკითხა ბუდიზმის ერთ-ერთი უწმინდესი ტრაქტატი, სახელად „ოქროს მცნებების წიგნი“. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ბლავატსკაიამ მის მიერ დამახსოვრებული ფრაგმენტები გამოსცა კრებულის სახით, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება: „სიჩუმის ხმა“, „ორი გზა“ და „შვიდი კარიბჭე“. ეს არის ეზოტერული ბუდიზმის სულიერი ტექსტი, რომელიც აფორიზმების სახითაა აგებული და მითითებებს აძლევს ნებისმიერს, ვინც შინაგანი ტრანსფორმაციის გზაზე დგას. ნაშრომი აღწერს თვითრეალიზაციისკენ მიმავალ სიმბოლურ ბილიკს, რომელიც ცნობილია, როგორც ბოდჰისატვას გზა. ტექსტი იკვლევს სულიერი დისციპლინის, თანაგრძნობისა და გასხივოსნების იდეებს, რითაც საკუთარი სწავლების ცენტრში წარმოაჩენს ბოდჰისატვას იდეალს – ნირვანაში სამუდამოდ გაქრობის ნაცვლად სამსარაში დარჩენას, რომლის მეშვეობითაც განთავისუფლებული ბუდა ყველა ქმნილების საკეთილდღეოდ სიბრძნისა და თანაგრძნობის გზას ირჩევს.
Specifications
- წონა
- 0.075
How AI sees this product
The more complete this product's details, the more confidently AI assistants can understand and recommend it.