აფრიკელპ დიესი

აფრიკელპ დიესი

0.00 USD In stock Buy at Merchant

აზოტის საერთო შემცველობა (N) 0.46%, ფოსფორი (P2O5) 1.4%, ეკლონია მაქსიმა 97%, აუქსინი 22 ppm, ციტოკინინი 0.06 ppm აფრიკელპ დიესი (DS) თხევადი სტიმულატორია, რომელიც მიღებულია წყალმცენარე ეკლონია მაქსიმას მშრალი და ცივი ექსტრაქციის მეთოდით. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია როგორც ფოთლოვანი შესხურებით, ასევე წვეთოვანი სარწყავი სისტემის საშუალებით, მოღვარვით მორწყვით და დრონით. ასევე გამოყენება გადარგვამდეც, ამ დროს ფესვთა სისტემა თავსდება პრეპარატის წყალხსნარში რამდენიმე წუთის განმავლობაში. გამოყენების დოზები: კულტურა გამოყენების ხერხი დოზა კომენტარი ნუში ფოთლიდან შესხურება 1.5-3 ლ/ჰა გამოიყენება ვარდისფერი კონუსის ფაზაში, გვირგვინის ფურცლების დაცვენისა და მოსავლის აღების შემდეგ (როცა ფოთლები ჯერ კიდევ მწვანეა). გადარგვისას 2% ხსნარში უნდა მოხდეს ფესვთა სისტემის მოთავსება, გადარგვის შემდეგ ფოთლიდან შესხურებისას 1%. კაკალი ფოთლიდან შესხურება 2 ლ/ჰა გამოიყენება მამრობითი და მდედრობითი ყვავილების ყვავილობის ფაზებში. ხელმეორედ გამოყენება შესაძლებელია ნაყოფის გამონასკვიდან 15 დღის შემდეგ. გადარგვის შემდეგ გამოიყენება 3.5-4.5 ლ/ჰა გაზაფხულსა და ზაფხულში. თხილი ფოთლიდან შესხურება 2-3.5 ლ/ჰა გამოიყენება მამრობითი და მდედრობითი ყვავილების ყვავილობის ფაზებში. შემდეგი გამოყენება შესაძლებელია გაზაფხულზე და მოსავლის აღების შემდეგ. ფესვიდან კვება 1:100 ხსნარი გადარგვისას 2%-იან ხსნარში თავსდება ფესვთა სისტემა; გადარგვის შემდეგ, ზაფხულში გამოიყენეთ ყოველ 2 კვირაში. ლურჯი მოცვი ფოთლიდან შესხურება 1.7-2 ლ/ჰა გამოიყენეთ ყვავილობისას, ნაყოფის გამონასკვის და მოსავლის აღების შემდეგ. ფესვიდან კვება 1-2:200 ხსნარი გადარგვამდე მოათავსეთ ფესვთა სისტემა ხსნარში. გადარგვის შემდეგ ყოველ 2 კვირაში ფოთლოვანი შესხურება 1%-იანი ხსნარით. თესლოვანი ხეხილი ფოთლიდან შესხურება 1-2 ლ/ჰა ყვავილობისას შეასხურეთ 30%; წამლობა გაიმეორეთ 12 დღეში. ფესვიდან კვება 1-2:200 ხსნარი გადარგვამდე მოათავსეთ ფესვთა სისტემა ხსნარში. გადარგვის შემდეგ ყოველ 2 კვირაში ფოთლოვანი შესხურება 1%-იანი ხსნარით. კურკოვანი ხეხილი ფოთლიდან შესხურება 1.7-3 ლ/ჰა გამოიყენეთ 30% ყვავილობისას და გაიმეორეთ ყოველ 14 დღეში 2-3-ჯერ. ფესვიდან კვება 1-2:200 ხსნარი გადარგვამდე მოათავსეთ ფესვთა სისტემა ხსნარში; გადარგვის შემდეგ 1-ელ გამოიყენეთ გაზაფხულზე, ხოლო ზაფხულში ყოველ 2 კვირაში. ფსტა ფოთლიდან შესხურება 1.7-3 ლ/ჰა გამოიყენეთ ყვავილობის ფაზაში 1-2-ჯერ და შემდეგ ნაყოფის გამონასკვის ფაზაში. მარწყვი ფოთლიდან შესხურება 1-2 ლ/ჰა გამოიყენეთ ზრდის დასაწყისში და გაიმეორეთ ყოველ 2 კვირაში 4-5-ჯერ. ფესვიდან კვება 2:200 ხსნარი გადარგვამდე მოათავსეთ ფესვთა სისტემა ხსნარში. სუფრის ყურძენი ფოთლიდან შესხურება 2.5-3.5 ლ/ჰა ნაყოფის დამსხვილებისთვის პირველად გამოიყენეთ, როდესაც ნაყოფი 4-8 მმ-ია, 2-3-ჯერ გამოიყენეთ კიდევ ნაყოფის ზრდის ფაზაში. ერთგვაროვანი და უკეთესი შეფერილობის ნაყოფის მისაღებად გამოიყენეთ, სანამ ნაყოფი ფერის შეცვლას დაიწყებს და 7-14 დღის შემდეგ. ფესვიდან კვება 1-2:200 ხსნარი გადარგვისას 2%-იან ხსნარში თავსდება ფესვთა სისტემა; გადარგვის შემდეგ, ზაფხულში გამოიყენეთ ყოველ 2 კვირაში. ვაზი ფოთლიდან შესხურება 1.5-2.5 ლ/ჰა ყვავილობამდე 10-15 დღით ადრე და ყვავილობის დასაწყისში. ფესვიდან კვება 1-2:200 ხსნარი გადარგვისას 2%-იან ხსნარში თავსდება ფესვთა სისტემა; გადარგვის შემდეგ, ზაფხულში გამოიყენეთ ყოველ 2 კვირაში. ციტრუსი ფოთლიდან შესხურება 3-4 ლ/ჰა გამოიყენეთ ყვავილობამდე, გვირგვინის ფურცლების დაცვენის შემდეგ და მოსავლის აღებამდე. ახალ ნარგაობებში რეკომენდებულია გადარგვის შემდეგ 2-3-ჯერ გამოყენება 14-21 დღიანი ინტერვალით. ბაღჩეული კულტურები ფოთლიდან შესხურება 1-2 ლ/ჰა გამოიყენეთ 4-5 ფოთლის ფაზაში, ყვავილობამდე და ყვავილობის შემდეგ. ფესვიდან კვება 1:200 ხსნარი გადარგვამდე მოათავსეთ ფესვთა სისტემა ხსნარში. პომიდორი ფოთლიდან შესხურება 1-2 ლ/ჰა გამოიყენეთ გადარგვიდან 14 დღის შემდეგ, ყოველ 14 დღეში გამოიყენეთ კიდევ 2-3-ჯერ. ფესვიდან კვება 1:200 ხსნარი ფესვთა სისტემა მოათავსეთ ხსნარში გადარგვამდე. კარტოფილი ფოთლიდან შესხურება 1-2 ლ/ჰა გამოიყენეთ 3-4 ფოთლის ფაზაში, ხელმეორედ გამოიყენეთ 2-3 კვირის შემდეგ. არ გამოიყენოთ ბუტონების წარმოქმნის ფაზაში. ფესვიდან კვება 1:600 ხსნარი გადარგვამდე ტუბერები მოათავსეთ ხსნარში. წიწაკა ფოთლიდან შესხურება 2-3 ლ/ჰა გამოიყენეთ 4 ფოთლის ფაზაში, კიდევ 2-ჯერ გამოიყენეთ 14 დღიანი ინტერვალით. სტაფილო ფოთლიდან შესხურება 1-2 ლ/ჰა გამოიყენეთ 3-4 ფოთლის ფაზაში, კიდევ 2-ჯერ გამოიყენეთ 14 დღიანი ინტერვალით. იონჯა ფოთლიდან შესხურება 1-2 ლ/ჰა შესხურება უნდა მოხდეს აღმოცენებიდან 21 დღის შემდეგ და უნდა დანმეორდეს ყოველი გათიბვის შემდეგ სოიო ფოთლიდან შესხურება 1-2 ლ/ჰა გამოიყენეთ 3-4 ფოთლის ფაზაში, ხოლო მეორედ გამოიყენეთ ყვავილობის მოახლოებისას. მარცვლეული კულტურები ფოთლიდან შესხურება 1-2 ლ/ჰა გამოიყენეთ 3-4 ფოთლის ფაზაში, ყვავილობამდე და ყვავილობის ფაზებში. საჩითილე მეურნეობა ფესვიდან კვება 2:200 ხსნარი ფესვთა სისტემა მოათავსეთ ხსნარში, ხელმეორედ გაიმეორეთ პროცედურა გადარგვამდე 21 დღით ადრე. ნიორი და ხახვი ფოთლიდან შესხურება 1-2 ლ/ჰა გამოიყენეთ 3-4 ფოთლის ფაზაში, კიდევ 2-ჯერ გამოიყენეთ 14 დღიანი ინტერვალით. ფესვიდან კვება 1-2:200 ხსნარი ფესვთა სისტემა მოათავსეთ ხსნარში გადარგვამდე 6 საათით ადრე.

How AI sees this product

The more complete this product's details, the more confidently AI assistants can understand and recommend it.

66%