ამისელ რუტი
კომპლექსური სპილენძი (Cu) 3% + მცენარეული ექსტრაქტები ამისელ რუტი აძლიერებს მცენარეს, აუმჯობესებს კვირტების დაბერვისა და ყვავილობის პროცესებს და ზრდის ნაყოფის ზომას. პროდუქტში შემავალი კომპლექსური აგენტი ყველაზე „პატარაა“ ბაზარზე არსებულ სხვა აგენტებთან შედარებით, შესაბამისად, უფრო სწრაფად და მარტივად უერთდება მცენარეულ ექსტრაქტებს და მცენარე უფრო სწრაფად ითვისებს სპილენძს. სპილენძი აძლიერებს ფერმენტის IAA ოქსიდაზას სინთეზს, რომელიც პასუხისმგებელია აუქსინის კატალიზზე, შესაბამისად, ტერმინალური ყლორტები ანელებს ზრდას, საკვები ნივთიერებები კი გადანაწილდება ახალ კვირტებსა და ნაყოფებზე. გამოყენების დოზები: კურკოვანი და თესლოვანი ხეხილი: 10-15 ლ/ჰა ყვავილობამდე, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება მეორედაც, ყვავილობის შემდეგ, დოზა- 10-15 ლ/ჰა.
How AI sees this product
The more complete this product's details, the more confidently AI assistants can understand and recommend it.